.... კულტურულობა ნიშნავს, აგრეთვე ფლობდე შენს განწყობილებას,
და დაემორჩილო წუთიერ გაღიზიანებას ან განრისხებას, არ დაკარგო წონასწორობა. მოთმინებით
უნდა მოვისმინოთ ზოგჯერ დაუმსახურებელი საყვედურიც კი შემდეგ გავცეთ სათანადო პასუხი.
ამ შემთხვევაშიც ზრდილობიანი და თავაზიანი უნდა ვიყოთ.
კულტურული პიროვნება პატივისცემით ებყრობა სხვა ადამიანებს,
ნაცნობებსა თუ უცნობებს. ამით ამჟღავნებს თავის სულიერ თვისებას, როგორიცაა თავმდაბლობა,
თავაზიანობა, თავდაჭერილობა. თითოეული ჩვენგანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ადამიანთა
ქცევას, რომლებტანაც გვიხდება ურთიერთობა. ბუნებრივია კარგი მობყრობა გვსიამოვნებს,
ცუდი გვწყინს. თავაზიანი ურთიერთობის დროს უფრო სასიამოვნო ხდება ცხოვრება, უმჯობესდება
განწყობა.
საზოგადოებაში ცხოვრება გვავალებს, კონტროლს დავუქვემდებაროთ
ჩვენი მისწრაფებანი და სურვილები, საზოგადოებრივ ინტერესებს დავუმორჩილოთ პირადი ზრახვები,
ზოგჯერ უარი ვთქვათ ჩვენი სურვილების განხორციელებაზე.
„ ხალისიანი“ ახალგაზრდებიზოგჯერ ომახიან სიმგერას წამოიწყებენ
ღამით ქუჩაში, მაშინ როდესაც ქალაქს სძინავს.
ისინი არაფრად მიიჩნევენ, რომ ახლა ღამის ორი საათია, რომ ღია ფანჯრებიდან მათი
ხმა ოთახებში იჭრება, სადაც დაღლილ ადამიანებს, ბავშვებს, მოხუცებს სძინავთ. ეს ხომ
ნამდვილი უზნეობაა.
განსაკუთრებული ყურასდღებით უნდა მოვებყრათ ქალებსა
და ხანშიშესულ ადამიანებს. სადაც არ უნდა იყვნენ მამაკაცები - შენობაში, ავტობუსში,
მეტროსა თუ მატარებელში - ყველგან ვალდებულებიარიან ადგილიდაუთმონქალს, ხანშიშესულადამიანს.
ქალმა კი მადლობით უნდა მიიღოს ეს თავაიანობა.
ქალის თანხლებით კარებთან მისვლის დროს მამაკაცმა ქალი
წინ უნდა გაატაროს. სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ ხანშიშესული ადამიანების მიმართაც, მაგრამ
როცა ქალი ან უფროსი შემოგვთავაზებს პირველად გასვლას - იძულებულს ნუ გავხდით მას,
გვეხვეწოს; ამ შემთხვევაში სჯობს სწრაფად გავიაროთ, რათა სხვა ადმიანების ნორნალურ
მსვლელობას ხელი არ შევუშალოთ ან ჩვენთვითონვე არ ჩავარდეთ ჩიჩიკოვისა და მანილოვის სასაცილო მდგომარეობაში, რომელთა „თავაზიანობას
დასცინის გოგოლი „მკვდარ სულებში“.
ნაცნობებთან შეხვედრისას კულტურულ ადამიანებს არ დაავიწყდება
მისალმება. ქალთან ან ხანშიშესულ ადამიანებთან შეხვედრისას პირველად მამაკაცი ესალმება.
როცა შენობაში ქალი შემოდის, მამაკაცი მას ფეხზე ადგომიტ ესალმება. თუ ქალი მიმართავს
მას, - მაშინ ქალს სკამი უნდა შევტავაზოთ, ხოლო თუ დაჯდომას არ მოისურვებს, არ უნდა
შევეხვეწოთ და საუბარი ფეხზემდგომმა განვაგრძოთ.
ხანსიშესულ მამაკაცთან საუბრისას თავაზიანი ქალი მისი
მიწვწვის პასუხად უნდა დაჯდეს, რათა ამით დაჯდომის საშუალება მისცეს თანამოსაუბრეს.
ქალთან თუ უფროსთან მისალმებისთუ გამომშვიდობებისას
კულტურული მამაკაცი პირველად არ გაუწოდებს ხელს, არამედ უბრალოდ დაუკრავს თავს და უცდის,
ვიდრე ამას ქალი ან ხანშიშესული მამაკაცი გააკეთებს.
ამგვარად, პირველად ესალმება მამაკაცი ან უმცროსი, ჩამოსართმევად
კი ხელს ქალი ან უფროსიგაუწოდებს.
ხელის ჩამორთმევით ჩვენ გამოვხატავთ ადამიანისადმი პატივისცემას,
ამიტომ ხელისჩამორთმევა უნდა იყოს ზომიერი, თავდაჭერილი. უკულტურობაა როგორც ხელის
დაუდევრად მიწოდება, ასევე ჩამორთმევის გადაქცევა ძალღონის გამოცდისათვის.
ხელის ჩამორთმევისას ქალისთვის არ არის სავალდებულო
ხელთათმანის გახდა.
ზრდილობა თავდაჟერილობასა და თავაზიანობას გულისხმობს; კულტურულ ადამიანს არ დაავიწყდება ბოდიშის მოხდა
ვინმეს შეწუხების გამო. მეტისმეტი უტაქტობაა უფროსებს ველაპარაკოთ დარიგების ტონით,
მივცეთ რჩევა, თუ ისინი ამას არ მოითხოვენ.
კარგად აღზრდილი ადამიანი სხვას უხერხულ მდგომარეობაში
არ ჩააყენებს, არ შეიმჩნევს სხვის მიერ დაშვებულ უტაქტობას ან უხერხულ მოქმედებას.
ა. ჩეხოვი: კარგი აღზრდა ის კი არაა, სოუსი არ დაგეღვაროთ სუფრაზე, არამედ ის, რომ
არ შეიმჩნიოთ, როდესაც სხვა გააკეთებს ამას.
ზრდილობა მოითხოვს არ შევაჩეროთ ჩვენი ყურადღება ფიზიკური
ნაკლის მქონე ადამიანებზე, აგრეთვე პირდაპირ, დაჟiნებით არ ვუცქიროთ უცნობს, ისიც ქალს.
ზრდილობიანი, კულტურული ადამიანი, მისადმი გამოჩენილი
ყოველგვარი, თუნდაც უმნიშვნელო ყურადღებისა და სამსახურისათვის მადლობას იხდის და ცდილობს
სამაგიერო სამსახურითა და ყურადღებით უპასუხოს. სხვისთვის მიყენებული სულ მცირე უსიამოვნებისა
და უხერხულობისათვის მაშინვე უნდა ვიტხოვოთ პატიება: „გთხოვთ მაპატიოთ“, „მაპატიეთ
გეთაყვა“ და არა „ბოდიშსვიხდი“
როგორი ცუდიც არ უნდა იყოს ჩვენი განწყობილება, არ შეიძლება
შეურაცხყოფა მივაყენოთ ადამიანს, რომელმაც გვაწყენინა, აგრეთვე ჭკუის სწავლება დავუწყოტ
მას, ვინც უნებლიეთ შეგვაწუხა.
ამგვარად, კულტურული ადამიანი გამოირჩევა თავდაჭერილობითა
და თავაზიანობით, მაგრამ ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს თავდაჭერილობა ყოვლისპატიებასა
და უსაზღვრო შემწყნარებლობას ნიშნავს, რომ გულგრილად ავუაროთ გვერდი ინდივიდთა თანაცხოვრების
ნორმების დარღვევებს. ცხადია, კულტურულიადამიანი აპატიებს სხვას უნებლიე შეცდომას,
იგი იგი თავაზიანად დაეხმარება ამხანაგს ნაკლოვანებისგამოსწორებაში, არავის შეურაცხყოფს
არც სიტყვით,არც საქმით. მაგრამ როცა ვხედავთ, ვიღაც შეგნებულად არღვევს ჩვენი ცხოვრების
წესებს, განზრახ შეურაცხყოფს გარშემო მყოფთ, მასთან უნდა მოვიქცეთ გადაჭრით, პრინციპულად,
არ უნდა დავუშვათ არავითარი შემწყნარებლობა. ქცევის ლამაზ მანერასთან, კარგ ტონთან
არაფერი არა აქვს საერთო მეშჩანური ცხოვრების სიბრძნეს - „მე ეს არ მეხება“. იგი არსებიტად
უბადრუკ სიმხდალეს ფარავს.
დასასრულ შევეხოთ საკითხს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა
დავიჭიროთ ტავი სტუმრად, წვეულებაში, სადღესასწაულო
სუფრაზე.
სტუმრად მიწვევისას არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიგვიანოთ,
რადგან დაგვიანებით, ჯერ ერთი უხერხულ მდგომარეობაში ვაყენებთ მასპინძლებს, მეორეს
მხრივ უპატივცემლობას ვიჩენთსხვა სტუმრებისადმი, რომლებიც იძულებულები არიან გველოდონ.
ყველაზე სასიამოვნო შეიძლება ეწოდოს ისეთ შეკრებილობას
სადაც თითოეულ დამსწრეს თავი უბრალოდ, ბუნებრივად უჭირავს.
სუფრასთან მამაკაცი არ უნდა დაჯდეს ქალებზე ადრე. მაგიდასტან
გამართული უნდა იჯდეთ. ხელსახოცი მუხლებზე უნდა დაიფინოთ, პირი კი ქაღალდის ხელსახოცით
მოიწმინდოთ.
დანა მარჯვენა ხელში უნდა გეკავოთ, ჩანგალი - მარცხენაში.
მათი გადანახვლება ხელიდან ხელში არ შეიძლება. ჭამის დამთავრების შემდეგ ჭუჭყიანი დანა-ჩანგალი
უნდა დადოთ თეფშზე და არ სუფრაზე.
ჭამის დროს არ შეიძლება ლაპარაკი , თუ პირი ლუკმით გაქვთ
სავსე; ცხელ კერძს ნუ დაუწყებთ ბერვასლ საპურედან პური ხელით აიღეთ და არა ჩანგლით;
საერთო ლანგრიდან საჭმლის აღებისას ნუ დაუწყებთ ნაჭრებს არჩევას; ნუ მოკბეჩთ პურის
მტელ ნაჭერს, - მოტეხეთ მცირე ნაწილი; ნუ დაიწუნებთ საჭმელს, რომელსაც თანამოსუფრეები
შეექცებიან.
საზოგადოებაში, სუფრაზე დიდად ფასობს საინტერესო, მომხიბვლელი
საუბარი. თემა უნდა იყოს ყველასთვის გასაგები და საინტერესო.
ადამიანი მზა, წინასწარ ჩამოყალიბებული კარგი მანერებით
როდი იბადება, იგი ამ მანერებს გამოიმუშავებს მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე, ითვისებს
ადამიანთა თანაცხოვრების ნორმებს და მათ შესრულებას მტკიცე ჩვევებად აქცევს.
კულტურული ყოფაქცევის წესების ცოდნა და შესრულება ადამიანს
ვერ გახდის ზრდილობიანად. ამისათვის საჭიროა ვფლობდეთ შინაგან კულტურასვიყოთ ჰუმანიზმით
გამსჭვალულნი, აღვზარდოთ ჩვენში ადამიანისადმი ღრმა პატივისცემა, ე.ი. ვიყოთ ჭეშმარიტი
ადამიანები.